კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სიახლეები ჯანო ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ითამაშებს თუ არა “კრასნოდართან” მატჩში?

კრილია სოვეტოვის” სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრ შიკუნოვმა კლუბის ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ქართველი ჰავბეკი რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “ორენბურგის” წინააღმდეგ გადადებული მატჩის განაცხადში არ იყო შეყვანილი. ჯანომ 21-ე ტურში “არსენალთან” შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

ანანიძეს მსუბუქი ტრავმა აქვს, გადავწყვიტეთ დღეს დავასვენოთ. ვფიქრობთ, რომ მომდევნო მატჩისთვის (6 აპრილი, “კრასნოდარის” წინააღმდეგ მატჩი) ის მზად იქნება, – განაცხადა შიკუნოვმა.

 

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები France Football-ის ვერსიით