კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შვედეთი საქართველოსთან ახალი კაპიტნით და რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს

შვედეთის ნაკრების სამზადისი

Image source: Getty images

 

შვედეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება. იან ანდერსონის გუნდმა მატჩის წინდღეს ბოლო ვარჯიში გამართა და ცნობილი გახდა, რომ სამი ფეხბურთელი ხვალ ვერ ითამაშებს.

მარკუს ბერგი, ანდრეას გრანკვისტი და იოახიმ ნილსონი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ. გაირკვა, რომ გრანკვისტის არყოფნაში შვედებს სებასტიან ლარსონი უკაპიტნებთ, რომელმაც მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ტექნიკური არიან. ისინი ვერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და არ ითვლებიან მაღალი დონის ნაკრებად, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ” – თქვა ლარსონმა.

შვედური მედიის ინფორმაციით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გუნდს 4.5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 39 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია და თავდასხმაში ალექსანდრ ისაკს შეუწყვილდება, რომელიც “სოსიედადში” თამაშობს.

საქართველოს ნაკრებს შვედეთთან არასდროს უთამაშია და ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე პირველად დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” იგეგმება.

 

წყარო – aftonbladet.se

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება თბილისის გრან სლემზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით