კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა მიშველიძემ ტოკიო-2020-ის სალიცენზიო ტურნირზე 3 ოქროს მედალი და სალიცენზიო ქულები მოიპოვა

Image source: Georgian Weightlifting Federation

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ბელარუსში მიმდინარე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა სამივე დისციპლინაში გამარჯვება იზეიმა.

მიშველიძემ ატაცში 118/123 კგ. დაძლია, აკვრაში 137/143 კილოგრამს გაუმკლავდა, ორჭიდის ჯამში კი თავი 266 კილოგრამს მოუყარა და 3 ოქროს მედალი დაიმსახურა.

გამარჯვებასთან ერთად შოთა მიშველიძემ საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც მიამატა.

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

SofaScore: გიორგი ხარაიშვილი 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)