კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შოთა გვაზავამ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი შეასრულა (ვიდეო)

გვაზავას საგოლე გადაცემა ბელარუსის ჩემპიონატში

Image source: СФК «Слуцк» ვკ-ს გვერდი

 

ბელარუსის ჩემპიონატის მე-11 ტურში “სლუცკი” საკუთარ მოედანზე “ისლოჩს” შეხვდა და 1-გოლიანი სხვაობით გაიმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა, შოთა გვაზავამ მეორე ტაიმის 76′-ე წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ქართველი ლეგიონერის პირველი შედეგიანი გადაცემა იყო მიმდინარე სეზონში. გვაზავამ სრული ორივე ტაიმი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

“მოსამზადებელ ეტაპზე ტრავმის მერე გამიჭირდა დაბრუნება ბევრი გამიცდა, ნელნელა ავკრიფე ფორმაც. ეს ჩემი პირველი თამაში იყო სასტარტო შემადგენლობაში და ორმაგად სასიხარულო იყო ჩემი წვლილის შეტანა გუნდის გამარჯვებაში. არც თუ ისე კარგი ტურების შემდეგ ჰაერივით გვჭირდებოდათ მოგება”, – განაცხადა გვაზავამ VbetNews-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გვაზავა ბელარუსულ კლუბში მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა, 4 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.