კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძის უზბეკური ტრიპლეტი და კომენტარი ფინალის შემდეგ

Image source: sports.uz

 

გუშინ, უზბეკური ფეხბურთის ისტორიაში პირველად ქვეყნის ლიგის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც “პახტაკორმა” “აგმკ” იოლად დაამარცხა – 6:2 ანგარიშით.

ეს შოთა არველაძის “პახტაკორისთვის” 2019 წელს მოპოვებული მესამე ტიტული იყო ქვეყნის ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შემდეგ. ქვეყნის ლიგის თასის მოპოვების შემდეგ შოთამ თამაში შეაფასა.

“ეს ტურნირი პირველად ჩატარდა და მისი მოგება გვინდოდა. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. მატჩის მსვლელობა სრულიად კონტროლდებოდა, შევქმენით მრავალი მომენტები. გულშემატკივრები ლამაზი შეტევებისა და გოლების მომსწრეები გახდნენ. სეზონი დიდხანს გაგრძელდა ჩვენთვის, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ შევძელით უზბეკეთის ყველა ტროფეის მოგება. ამისათვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს კლუბის სისტემაში და გუნდში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბობურ შოდიევს. მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და სხვა თანამშრომლებს. ახლა კი ვიფიქრებთ მომავალი სეზონის მზადებაზე” , – განაცხადა არველაძემ.

 

წყარო – sports.uz

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მოსამზადებელი სერიის მეორე მატჩიც დათმეს მეტოქეს