კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძის მორიგი აღიარება – ქართველი რობერტო კარლოსის, დროგბას, ჰაჯისა და რიბერის გვერდით!

Image source: Shota Arveladze Instagram

 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Ilkonbirler-ის ვერსიით, ქართველი ფეხბურთელი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით დააყენეს, როგორებიც რობერტო კარლოსი, გუტი, ფრანკ რიბერი, დიდიე დროგბა და გეორგე ჰაჯი არიან.

სიმბოლურში ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებმაც თურქეთის ჩემპიონატშიც და ზოგადად, კარიერაში დიდი კვალი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატში 1993-1997 წლებში „ტრაბზონსპორის“ ღირსებას იცავდა და 123 მატჩში 81 გოლი გაიტანა.

მეკარე: კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია)

მცველები: ემანუელ ებუე (კოტ დივუარი),დიეგო ლუგანო (ურუგვაი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), გუტი (ესპანეთი), ალექსი (ბრაზილია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), შოთა არველაძე (საქართველო)

 

 

კობი ბრაიანტის მეუღლის ემოციური პოსტი: “მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია”