კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძემ აღნიშნა, თუ რა სჭირდება საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებისთვის

 

ტაშკენტის “ფახტაკორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებსა და ბელარუსის შეხვედრაზე ისაუბრა.

“მიმაჩნია, ბელარუსი სუსტი გუნდია და მათთან შედარებით დიდი უპირატესობა გაგვაჩნია – მოთამაშეთა დონითაც და იმ თამაშებიდან გამომდინარეც, რაც ბოლო ორი წელი ჩვენ და მათ ვითამაშეთ – ჩვენ წინ ვართ.

აგრამ ფეხბურთი დაუნდობელი თამაშია და კონკრეტულ დღეს არავინ იცის, არ მოხდება. შესაძლოა, უპირატესობა გქონდეს, 90% ბურთს ფლობდე და მაინც მეტოქემ მოიგოს. მაგრამ სახლში ვთამაშობთ, უკეთესი გუნდი ვართ, უკეთ შეთამაშებულები.

ჩვენი ფეხბურთის ჩვენების შანსს ბელარუსი უფრო მოგვცემს, რადგან ასეთი დონის გუნდი არაა. ჩვენს ხასიათში უბურთოდ თამაში არაა – ბელარუსი კი ბურთს ვერ წაგვართმევს, ჩვენ გვიყვარს, როდესაც ბურთს ვფლობთ, ვაკონტროლებთ, ვდომინირებთ. ბელარუსს პირიქით, ურჩევნია დაცვითი ფორმა აირჩიოს და ბურთი შენ დაგითმოს. ანუ სცენარი ისეთია, როგორიც ჩვენ გვინდა“.

ეს ისეთი თამაშია, ფორმაში ყოფნაც არ გინდა. იქ ფორმა კი არა, ფსიქიკაა მთავარი.“, – განაცხადა არველაძემ გადაცემაში “ტაიმაუტი”.

წყარო – 1tv.ge

“ისევე, როგორც ძველ დროს” – ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონს დასაბრუნებლად ამზადებს (ვიდეო)