კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძემ ვან დე ბეეკს ემოციური ვიდეო მიუძღვნა [ვიდეო]

შოთა არველაძე ვან დე ბეეკის ტრანსფერს გამოეხმაურა

Image source: Getty Images

 

აიაქსის“ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2 დღის წინ გადავიდა. 23 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცვეელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ინგლისური კლუბისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “აიაქსის” ყოფილი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად უზბეკურ “პახტაკორს” წვრთნის, საინტერესო ვიდეოთი გამოეხმაურა.

“ჰეი დონი, გისურვებ წარმატებას შენს ახალ ოცნებასთან ერთად” , – ასე დაასათაურა შოთამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო.

 

View this post on Instagram

 

Hey @donnyvdbeek , Good Luck with your new dream ⭐ credit: @afcajax ❌

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze) on

შეგახსენებთ, რომ არველაძე “აიაქსში” 1997-2001 წლებში თამაშობდა, სადაც 125 თამაში ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა.

 

 

წყარო – shota_arveladze

 

 

 

 

 

გიორგი წიტაიშვილი: “თუ საჭირო იქნება ლუჩესკუს დავიცავთ”