კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება”

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Image source: shota_arveladze ინსტაგრამის გვერდი

 

უზბეკური გუნდის მთავრმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრეცლა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება.

„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ არველაძის „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება. “პახტაკორმა” 3 შეხვედრა ჩაატარა და არც ერთი არ წაუგია.

 

 

წყარო – shota_arveladze

 

 

 

 

თბილისის “დინამო” ტორსჰავნში წარმატებით ჩაფრინდა (ფოტო)