კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე შესაძლოა თურქეთის ჩემპიონის მწვრთნელი გახდეს

არველაძეს თურქეთში იწვევენ

Image source: Shota Arveladze facebook

 

თურქეთის ჩემპიონის, „ბაშაქშეჰირის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოქან ბურუქმა დატოვა და შესაძლოა ის შოთა არველაძემ შეცვალოს. თურქული მედია წერს, რომ არველაძე კანდიდატებს შორის.

შოთა ამჟამად უმუშევარია და წინადადების თავისუფლად განხილვა შეუძლია. რა ეტაპზეა ინტერესი და მოლაპარაკებები უცნობია.

„ბაშაქშეჰირი“ 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა და მწვრთნელის ცვლილებაც ამან განაპირობა.

არველაძე ბოლოს „ფახთაქორში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ქაისერისპორის“, „ქასიმპაშას“, „ტრაბზონსპორისა“ და „მაკაბის“ მწვრთნელი იყო. შოთა არველაძის გარდა „ბაშაქშეჰირის“ თავკაცის პოსტზე ტაიფუნ კორკუტის კანდიდატურაც განიხილება.

 

წყარო – Fanatik

 

მადრიდის “რეალი” ლა ლიგაში სენსაციურად დამარცხდა (ვიდეო)