კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ”

შოთა არველაძის კომენტარი საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ

Image source: pakhtakor football club

 

უზბეკური “პახტაკორის” ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას და საკვილიფიკაციო ეტაპის ფინალში გასვლას ულოცავს.

“ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ, მთელი საქართველო იზეიმებდა. ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ! გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს” , – წერს არველაძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

 

წყარო – shota_arveladze