კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია”

თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიც მოხვდა

Image source: shota_arveladze ინსტაგრამის გვერდი

 

შოთა არველაძის ავტოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია მიმდინარე წელს გაიმართა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავდამსხმელისა და მოქმედი მწვრთნელის ავტოგრაფიული წიგნი გუშინ, თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე მოხვდა.

“მიხარია, რომ თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნიც მოხვდა. დღეს, ექსპო ჯორჯიაში ყველა თაობის ადამიანი ვნახე და სასიამოვნოა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ სიცხეში, სამუშაო დღის პირობებში, ამდენი ადამიანი ინტერესდება წიგნებით და ამ ფესტივალით.

ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია და იმედი მაქვს, მთელი წლის მანძილზე, უამრავი საინტერესო აქტივობა გველის” , – დაწერა არველაძემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 1992-2007 წლებში შოთამ 61-ჯერ მოირგო საქართველოს პირველი გუნდის მაისური და 26 გოლი გაიტანა.

 

 

 

 

 

წყარო – shota_arveladze

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ჩაკვეტაძე კლუბთან ერთად ნიდერლანდებში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება (ფოტო)