კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან არანაირი კავშირი არ მაქვს”

შოთა არველაძემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

Image source: kvara7 ინსტაგრამის გვერდი/Shota Arveladze ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “აიაქსის” ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განაცხადა, რომ “რუბინის” ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 “ძალიან კარგად ვიცნობ ხვიჩას მამასაც და მის აგენტსაც. მაგრამ მე არ ვერევი ასეთ გარიგებებში, არ ვიღებ მონაწილეობას ასეთ საკითხებში. მე ხვიჩას საქმეებს “აიაქსში” არ ვალაგებ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

იმედი მაქვს, რომ მასთან ყველაფერი მშვენიერად იქნება. როდესაც დრო მოვა, როდესაც ის წარმატებას მიაღწევს, მაშინაც ის ევროპაში ითამაშებს”, – განაცხადა არველაძემ.

 

 

 

 

 

წყარო – sport-express.ru

 

 

 

 

 

დღეს “დინამო არენაზე” 58-ე თბილისური დერბი გაიმართება