კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე გუნდს თვიმფრინავიში დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა (ვიდეო)

არველაძე გუნდის წევრებს დაემშვიდობა

Image source: პახტაკორის პრესსსამსახური

 

ტაშკენტის “პახტაკორმა“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე ავარჯიშებს, უზბეკეთის ჩემპიონობის შემდეგ, ქვეყნის თასიც მოიპოვა. მატჩის შემდეგ 47 წლის ქართველი მწვრთნელი გუნდის წევრებს დაემშვიდობა

შოთა არველაძე თამაშის შემდეგ გუნდის წევრებს დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.

„დღეს, უზბეკეთის თასის ფინალში გავიმარჯვეთ და 2020 წელი ორი ტიტულით დავასრულეთ. სახლში ვბრუნდები. მადლობა მთელ გუნდს“, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ “პახტაკორი” 2017 წელს ჩაიბარა და 5 ტიტულის მოგება მოახერხა, გარდა ამისა მათ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ იასპარეზეს. “პახტაკორმა” მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და არველაძესთან კონტრაქტი ამოიწურა.

 

 

 

წყარო – Shota Arveladze

 

 

 

 

 

შოთა არველაძემ უზბეკეთის თასი მოიგო! ახლა საკითხავია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი სპეციალისტი