კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შოთა არველაძე: “გიჟებს გვეძახდნენ, როცა ბავშვობაში „ბარსელონაზე“ ვოცნებობდით”

შოთა არველაძის ინტერვიუ

Image source: Shota Arveladze ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრასა და საკუთარ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მას არ დაუსახელებია კონკრეტული კლუბი, სადაც მუშობას გააგრძელებს, თუმცა განაცხადა, რომ რამდენიმე შეთავაზებას განიხილავს.

“სამწუხაროდ, არ მაქვს ვარიანტი, რომ წასვლა უცებ გადავწყვიტო. ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, დუბაიდან მაქვს მიწვევები. ყატარს არა უშავს, იქ ხავი მუშაობს და მსმენია, რომ საინტერესო მიდგომებია. ცხადია, ნიდერლანდებში მუშაობა უფრო მაინტერესებს, რადგან იქ უფრო გავიზრდები.

არის ვარიანტი, სადაც ფინანსურ პირობას არ ვაყენებ და დეტალები თანხმდება, ახლა ამ პროცესში ვარ. გიჟებს გვეძახდნენ, როცა ბავშვობაში „ბარსელონაზე“ ვოცნებობდით, ახლა კი სერბებს და ხორვატებს ძლიერი გუნდებიდან იწვევენ. ჩვენთვის გასვლა უფრო რთულია,“ – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრებს დღეს დაუპირისპირდება.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

დოჰას გრან პრიზე საქართველოს სახელით ორი მოფარიკავე იასპარეზებს