კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს” (ვიდეო)

შოთა არველაძემ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

Image source: Shota Arveladze ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა “საბურთალოს” აღზრდილის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “პახტაკორის” მწვრთნელმა შოთა არველაძემ  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა:

“რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს” , – დაწერა არველაძემ.

შოთამ ტექსტის გარდა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 90-იანი წლების უმძიმეს პერიოდზე ესაუბრება.

 

წყარო – Shota Arveladze

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება გიორგი შაქარაშაშვილთან დაკავშირებით