კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ერთხელ ვან გაალს მეკარის გარეშე მატჩის ჩატარება ვთხოვე”

აზ ალკმაარის ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალი და ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე

Image source: nos.nl

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიური “ალკმაარის” ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გაიხსენა თავისი თამაში ჰოლანდიურ კლუბში, სადაც იმ დროს ლუი ვან გაალი იყო მთავარი მწვრთნელი. “ექსელსიორთან” მატჩში არველაძემ ვან გაალს შესთავაზა შეხვედრის ჩატარება მეკარის გარეშე.

“უბრალოდ ყველა მეკარეს ტრავმა აწუხებდა – ძირითად გუნდშიც და რეზერვებშიც. ჩვენ მთელი კვირა მეკარეების გარეშე ვივარჯიშეთ. მათ მაგივრად მე და ისლანდიელი მცველი სტეინსონი ვიყავით. გადაწყვიტდა კარში სტეინსონი დაგვეყენებინა, მაგრამ მატჩის დღეს 19-წლამდელთა გუნდითან მეკარე გამოგვიგზავნეს. მე ვთხოვე ლუის: “მოდი მეკარის გარეშე ვითამაშოთ”. – “შენ გიჟი ხარ!” – ” მერე რა, სამაგიეროდ ხვალ ყველა ჩვენს შესახებ ისაუბრებს”. – “ეს მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობაა”.

18 წლის ბავშვთან ერთად ჩვენ 5:0 ანგარიშით მოვიგეთ მატჩი. პირველად “ექსელსიორმა” კარის მიმართულებით 67′-ე წუთზე დაარტყა. იმ თამაშის შესახებ ყველამ დაივიწყა. მაგრამ თუ მეკარის გარეშე გავიმარჯვებდით – დღემდე გაიხსენებდნენ” , – გაიხსენა არველაძემ.

არველაძე “ალკმაარის” რიგებში 2005/07 წლებში ირიცხებოდა. არველაძე ვან გაალის გაწვრთნილ “ალკმაარში” ჯერ ფეხბურთელი იყო, შემდეგ – თანაშემწე, 2009 წელს კი ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ. ამჟამად არველაძე კლუბს ან ნაკრებს არ წვრთნის.

 

 

 

წყარო – soccer.ru

 

 

 

 

 

 

თურქეთი ოლიმპიური თამაშებისთვის განაცხადს გააკეთებს