კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შოთა არველაძე: “ამ წიგნის დაწერიდან 12 წელი გავიდა”

შოთა არველაძის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი

Image source: Shota Arveladze ფეისბუკ გვერდი

 

სულ მალე “პახტაკორის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებული ვერსია გამოვა. აღნიშნულ ფაქტს თავად შოთა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

“მიხარია, რომ გამომცემლობა არტანუჯთან თანამშრომლობით, ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებული ვერსია სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. ამ წიგნის დაწერიდან 12 წელი გავიდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ახალი თაობის ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა წაეკითხათ ჩემი ამბები და ისტორიები, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს საფეხბურთო კარიერაზე. მიხარია, რომ გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing-ის გამომცემლობაში, ამ წიგნს თავისი ადგილი ექნება, სხვა დიდი და მსოფლიო დონის ფეხბურთელების თუ მწვრთნელების ავტობიოგრაფიული წიგნების სერიაში. იმედი მაქვს, სულ მალე, თბილისში პირადად შევხვდები სხვადასხვა თაობის გულშემატკივარს და მათთან ერთად ვისაუბრებ, ამ წიგნის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე” ,  – წერს არველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

წყარო – Shota Arveladze

 

 

 

 

დავით მუჯირი: “ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო”