კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შმაგი ბოლქვაძე – “ჩემი მიზანია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოვიპოვო”

შმაგი ბოლქვაძე

ბერძულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ, შმაგი ბოლქვაძემ მინსკის ევროპული თამაშების მეცხრე დღეს ვერცხლის მედალი აიღო.

ოეთაბრძოლის შემდეგ სპორტსმენებმა კომენტარი გააკეთა, სადაც მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

“ეს ტურნირი უძლიერესი ჩემპიონატია და ძალიან გახარებული ვარ, რომ აქ მივიღე მონაწილეობა და შედეგსაც მივაღწიე. მაგრამ, ამავდროულად გულდასაწყვეტია, რომ ფინალური ორთაბრძოლა რუს მეტოქესთან წავაგე. ყველანაირად ვეცადე, რომ გამარჯვებული დავბრუნებულვიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე და ამას მომავალში გამოვასწორებ.

იაკობ ქაჯაია ფინალში რუს მეტოქეს შეხვდება და იმედია ამ ჩემს შეცდომას გამოასწორებს.

ამით დანებებას არ ვეპირებ. გული დამწყდა, რომ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ჩემპიონატები მელის და ჩემი ფიქრი ის არის, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოვემზადო, იქ გამოვასწორო ყველაფერი და ოქროს მედალი მოვიპოვო, – განაცხადა ბოლქვაძემ პირველ არხთან საუბარში.

წყარო – 1tv.ge 

ფოტო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

მინსკი 2019. დღეს ქართველები ჭიდაობასა და კრივში იასპარეზებენ (განრიგი)