კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“შოთა არველაძესთან ადგილებს გავცვლით?” – უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი გუნდში “ფახთაქორის” ფეხბურთელების სიმრავლით უკმაყოფილოა

 

უზბეკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამავდროულად უზბეკურ საფეხბურთო კლუბ “ბუნიოდკორს” ავარჯიშებს, უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელების უმეტესობა ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის “ფახთაქორიდანაა”. ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლუბს მაშინ დატოვებს, როცა უზბეკეთის ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გადავა.

“როდესაც “ლოკომოტივიდან” წამოვედი դա უზბეკეთის ნაკრები ჩავიბარე, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ კლუბი უნდა დავტოვო, ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, რადგანაც იმ დროისთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაშინ “ფახთაქორსა” და “ბუნიოდკორს” შორის დიდი კონკურენცია იყო, ასევე სხვა გუნდებსაც შეეძლოთ მათთან კონკურენცია. ფეხბურთელებს შორის ჯანსაღი ბრძოლა იყო და მე კმაყოფილი ვიყავი.

ახლა ფეხბურთში სიტუაცია ისეთია, რომ ეროვნული გუნდის ძირითადი მოთამაშეებისგან 11-12 ფეხბურთელი “ფახთაქოტიდან” არის. ეს დიდი მინუსია ეროვნული ნაკრებისთვის. “ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით დატვირთვას მიიღებს, ამავე შინაარსის. რას უნდა გავაკეთო? შოთა არველაძესთან ადგილები გავცვალოთ? სამ დღეში მათ სხვა სტილით თამაშს ვერ ვასწავლი.

ვფიქრობ “ბუნიოდკორისთვის” მეტის გაკეთება შემიძლია. გუნდს ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ჩარიცხვა და ჩემი ინსტრუქციებით თამაში შეუძლიათ. როგორც კი უზბეკეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გადავა, კლუბს დავტოვებ და მხოლოდ ნაკრებში ვიმუშავებ.

წარმოიდგინეთ “ბუნიოდკორის” მწვრთნელი რომ არ ვყოფილიყავი, პანდემიის პერიოდში რა უნდა მექნა? მხოლოდ მატჩებისთვი მეყურებინა? მე ყოველ მატჩს ვუყურებ, ვერ ვხვდები რაა პრობლემა. ჩემს გარეშე “ბუნიოდკორს” გაუჭირდება, და ეს ეროვნულ ნაკრებზე არ იმოქმედებს”, – განაცხადა უზბეკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო – zamin.uz

შოთა არველაძე ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია