კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შერმადინის “ტენერიფემ” მაკფადენის “ბურგოსს” მიმდინარე სეზონში მეოთხედ სძლია (ვიდეო)

გიორგი შერმადინის გუნდის მორიგი გამარჯვება

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

ესპანეთის ლიგა ენდეზაში 25-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა.

ტად მაკფადენის “სან-პაბლო ბურგოსმა” გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” უმასპინძლა და ისევ დამარცხდა – 86:98. ეს გუნდები ბოლო 2 თვეში ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ – ორჯერ ფიბას ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასზე.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მაკფადენი კი შეცვლაზე შევიდა. გიორგიმ 17:13 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მაკფადენმაც 12 ქულა მოუტანა თავის გუნდს, ასევე 2 მოხსნა და 1 პასი. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, ხოლო ამ მხრივ საუკეთესოები მარსელინიო ჰუერტასი (31), აარონ დორნკამპი (23) და ტაილერ კავანა (19) იყვნენ.

შერმადინის “ტენერიფეს” 22 მოგება და 5 მარცხი აქვს და ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ბურგოსი” 17 მოგებითა და 7 მარცხის მე-5 ადგილზეა.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: მე-7 ტური ბათუმის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა