კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შერმადინის შედეგიანი თამაში ესპანეთში

Image source: Iberostar Tenerife

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ვალენსიას“ ესტუმრა და 91:98 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 13-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო.

„ტენერიფეს“ 9 მოგება და 6 წაგება აქვს, მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 იანვარს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს.

 

“ბაიერნმა” ქართველ ქომაგებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა!