კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შერმადინის 16 ქულა და საოცრად შედეგიანი მატჩი ესპანეთში

Image source: Iberostar Tenerife

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „სარაგოსას“ ესტუმრა და ევროპული კალათბურთისთვის უჩვეულოდ უხვქულიან მატჩში 111:99 დაამარცხა.

„ტენერიფეს“ ქართველი ლიდერი ჩინებულად გაისარჯა, მაგრამ ამჯერად, სხვები უფრო შედეგიანი თამაშით გამოირჩნენ. შერმადინმა 27 წუთში 16 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. 12-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.

„ტენერიფეს“ 11 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 18 იანვარს, „ესტუდიანტესს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

 

ლეგენდების ტურნირი – კალაძის და იაშვილის გოლები, “დინამომ” “ლევერკუზენს” მოუგო