კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შერმადინი და შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელებში არიან

Image source: liga endesa

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო კალათბურთელებში ორი ქართველიაგიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.

შერმადინმა „ბურგოსთან“ 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, საუკეთესოებში კი, სწორედ მოხსნების რაოდენობით მოხვდა. რაც შეეხება შენგელიას, ქართველი როგორც მარგი ქმედების კოეფიენტით (32), ისე ქულების რაოდენობით (29) იყო საუკეთესო და ამიტომ გამოარჩიეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მე-8 ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც აღიარეს, ესპანურ კარიერაში მეხუთედ.

 

წყარო – acb.com

 

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა