კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შენგელიას ულამაზესი დანქი ტურის ტოპ მომენტებში მოხვდა (ვიდეო)

Image source: Acb.com

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო 7 მომენტი ცნობილია და მეორე ადგილზე თორნიკე შენგელია გავიდა.

ქართველმა კალათბურთელმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქის კალათში დიდებული ჩატენვა შეასრულა.

ეს ეპიზოდი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მომენტებში შეიყვანა და მე-2 ადგილი მიაკუთვნა.

შენგელიას ულამაზესი დანქი და ტურის TOP 7 მომენტის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

“ჩელსის” ფეხბურთელი: “კაშია დავარწმუნე, რომ ჩემს შესაძლებლობებში ცდებოდა”