კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შენგელია ესპანეთში ზედიზედ მეორედ საუკეთესო მოთამაშე გახდა

შენგელია ესპანეთში საუკეთესოა

Image source: Getty images

 

„ბასკონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ზედიზედ მეორედ ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

თებერვლის შემდეგ ქართველი მარტშიც საუკეთესო იყო, მაგრამ ჯილდო ახლა გადაეცა, რადგან აქამდე კორონავირუსის პაუზა იყო.

მარტში შენგელია ორ ტურში ითამაშა (22-ე და 23-ე) და საშუალოდ 30.5 მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა, რაც ამ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა 22-ე ტურის მატჩი, როდესაც „ფუენლაბრადასთან“ 32 ქულა, 13 მოხსნა მიითვალა 44 მარგი ქმედების კოეფიციენტით. 23-ე ტურში კი „ტენერიფესთან“ 11 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

შენგელია მეოთხედ დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად. შეგახსნებთ, რომ 17 ივნისიდან სეზონი განახლებული ფორმატით დაიწყება და „ბასკონია“ „ბილბაოს“ შეხვდება.

 

 

წყარო – ACB.COM

 

“მანჩესტერი” “ბარსელონას” ფეხბურთელში ძალიან დიდ თანხას იხდის