კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

შენგელია: “ბოდიში, რომ წავაგეთ, განვითარება უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არაა”

შენგელიას პოსტი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ქართველ გულშემატკივარს სოციალური ქსელით მიმართა. მისი განცხადებით, ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის გამო ბოდიში მოიხადა.

“გამარჯობა, ყოველთვის ვერიდებით მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას რაც ჩემი აზრით სწორია , მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, პირველ რიგში ბოდიში რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ, რაც შეეხება ჩემ სათქმელს მინდა ვთქვა რომ ეხლა ესეთ რთულ სიტუაციაში გვჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება და რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკაც, ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება მივიდეთ ისეთ გადამწყვეტ თამაშამდე რაც მაკედონიასთან გვქონდა და ამისთვის ერთად უნდა მოვემზადოთ არუნდა გადავდოთ და დაველოდოთ ისევ როდის მოვა ფინალური ეტაპი, ხვალ და კიდევ სამ დღეში გვაქვს თამაში სადაც ფეხბურთელისთვის რთული იქნება თამაში თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება რაც მაკედონიასთან და ეს მოგვცემს საშუალებას ნაკრებმა გააგრძელოს განვითარება და უკვე მომავალში მინიმუმადე იქნება დაყვანილი იმედგაცრუება, რადგან ვიგრძნობთ რომ თქვენ ყველა ჩვენ თამაშს იგივე განწყობით ელოდებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ერთად უნდა გავაგრძელოთ მზადება და განვითარება რადგან ახლა სხვა გზა არაა ვერ დავნებდებით და ეს გულისწყვეტა ბევრი სიხასსეერულით უნდა შევცვალოთ” – წერს შენგელია ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ლევან შენგელია საქართველოს ნაკრების რიგებში ამჟამად ვერ თამაშობს და კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება.

 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Levan Shengelia (@lshengela7)

 

წყარო – Levan Shengelia Instagram

 

რა ღირს საქართველოს და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით