კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შეერთებულ შტატებში MMA-ის ტურნირზე 12 წლის გოგონების ბრძოლა გაიმართება

Image source: Rick Little

 

აშშ-ს ვაშინგტონის შტატში მდებარე ქალაქ სპოკანში გაიმართება შერეული ორთაბრძოლების ტურნირი სახელწოდებით Conquest of the Cage, სადაც 12 წლის გოგონები, დარინა გლასბიორნი და ლოლა პაპადატოსი იბრძოლებენ. ორთაბრძოლის ორგანიზატორია რიკ ლიტლი, რომელიც UFC-ის მებრძოლების – მაიკლ კიეზისა და ხულიანა პენიას მწვრთნელი გახლავთ.

ლიტლმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ასეთი ორთაბრძოლის გამართვა.

“ეს ბევრისთვის შესაძლოა საკამათო და მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არც ისე ცუდია. რომ გენახათ როგორ ვარჯიშობენ ეს პატარა მონსტრები, მიხვდებოდით თუ რატომ არის ეს ბრძოლა აუცილებელი.

ლოლა პაპადატოსი ბელგიიდან დარინა გალსბიორნთან საბრძოლველად ვაშინგტონში ჩამოვა”, – დაწერა ლიტლმა თავის ფეისბუკ კვერდზე და ბრძოლის აფიშა დაურთო.

ბრძოლა პარასკევს, 15 ნოემბერს გაიმართება.

წყარო – Rick Little Facebook Page

მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ (ფოტო)