კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“შავი პარასკევი”. “ინტერი” – “რომა”. იტალიური გამოცემის სკანდალური ანონსი (ფოტო)

Image source: sports.yahoo.com

 

იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა “ინტერსა” და “რომას” შორის იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის მატჩი დააანონსა.

ჟურნალის ყდაზე გამოცემამ “ინტერის” თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუსა და “რომას” მცველის, კრის სმოლინგის სურათი გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: “შავი პარასკევი”.

 

მე-14 ტურის შემდეგ “ინტერი” სატურნირო ცხრილს დაგროვილი 37 ქულით ლიდერობს. “რომას” კი 28 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება.

მე-15 ტურის მატჩი “ინტერსა” და “რომას” შორის გაიმართება ხვალ, 6 დეკემბერს, “სანსიროზე” თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

 

წყარო – Eurosport-ის ჟურნალისტი Siavoush Fallahi

 

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის მიზეზი დაასახელა (ვიდეო)