კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

შანხაის მასტერსი. ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8 ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს შეხვდება

Image source: eurosport.co.uk

 

8 ოქტომბერს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იყო, რომლის დამარცხება 3 სეტში მოახერხა – (6:4, 1:6, 6:1). პირველობის 1/8 ფინალში ნიკოლოზის მეტოქე ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება. ქართველი და ავსტრიელი აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვედრილან და ანგარიში ასეთია (1:0). ნიკოლოზი მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, ხოლო მისი მეტოქე – მე-5.

შანხაის მასტერსი 6-13 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. საპრიზო ფონდი $7,473,620 ამერიკულ დოლარი გახლავთ. შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 14:45 საათზეა დაგეგმილი.

 

შანხაის მასტერსი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში გადალახა პერის ბარიერი და 1/8 ფინალში გავიდა