კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“შახტარმა” “რეალს” მადრიდში მოუგო, ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა (ვიდეო)

შახტარმა რეალს მოუგო

Image source: Uefa.com

 

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალმა“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 წააგო.

გამარჯვებაში თავისი წვლილი დავით ხოჭოლავამაც შეიტანა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და დაცვის ცენტრში დამაჯერებლად მოქმედებდა.

დონეცკელებმა განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარეს, როდესაც 3:0 დაწინაურდნენ. ტეტესა და სოლომონის გოლების გარდა, რაფაელ ვარანმა ავტოგოლი მიითვალა. მეორე ნახევარში „რეალმა“ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო, რომ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

გოლები ლუკა მოდრიჩმა და ვინისიუსმა გაიტანეს, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი მაინც დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

„რეალი“ – „შახტარი“ 2:3

გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, ა.გ), 0:3 სოლომონი (42), 1:3 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)

 

 

წყარო – Uefa.com

 

“ინტერში” კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა