კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერხიო რამოსმა ლიონელ მესის უნიკალური მიღწევა გაიმეორა

Image source: OptaJose

 

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის მიღწევა გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ რამოსი პოზიციით მცველია, „ლეგანესთან“ გატანილი პენალტის შემდეგ ის ლა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 16 სეზონის განმავლობაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.

ცოტა ხნის წინ იგივე მიღწევით ლიონელ მესი გამოირჩა. თუმცა, არგენტინელის შემთხვევაში ეს მოსალოდნელია, მაგრამ რამოსის შემთხვევა არანაკლებ აღსანიშნავია.

ესპანელი ფეხბურთელი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და 62 გოლი აქვს გატანილი.

 

 

მსაჯმა კაკას ყვითელი ბარათი საინტერესო მოტივით უჩვენა (ვიდეო)