კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერხიო რამოსმა ლა ლიგაში 500 მატჩი ჩაატარა

Серхио Рамос прокомментировал свое будущее в составе «Реала»

Image source: Getty Images

 

სერხიო რამოსმა ლა ლიგაში რიგით მე-500 მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის „რეალმა“ „უესკას“ უმასპინძლა 4:1 მოიგო.

თამაშების უმეტესობა რამოსმა მადრიდის “რელის” მაისურით გამართა – 461, ხოლო 39 შეხვედრა ესპანელმა მცველმა “სევილიას” შემადგენლობაში ჩაატარა.

მადრიდული კლუბის კაპიტანი გახდა მე-10 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. აქამდე მხოლოდ ორმა მცველმა ჩაატარა პრიმერაში 500 და მეტი მატჩი: მანოლო სანჩისი (523 მატჩი “რეალში“) და მიკელ სოლერი (504 მატჩი). მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია ანდონი სუბისარეტე622 შეხვედრა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 500 მატჩში რამოსმა 74 გოლი გაიტანა, 31 საგოლე პასი შეასრულა, 158 ყვითელი ბარათი და 20 წითელი ბარათი მიიღო.

 

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული დაასახელა