კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერხიო რამოსმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია (ვიდეო)

სერხიო რამოსი

Image source: Sergio Ramos Instagram

 

მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია. რამოსმა ინსტაგრამშვი ვიდეო გააზიარა, სადაც სატრენაჟორო დარბაზში დაიარებს და კუნთებს ათამააშებს.

“მოემზადე, კონორ!” – მიაწერა რამოსმა ვიდეოს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sergio Ramos (@sergioramos)

აღვნიშნოთ, რომ კონორ მაკგრეგორი 2021 წლის 23 იანვარს UFC 257 ტურნირისთვის დაბრუნებას გეგმავს, როდესაც დასტინ პორიეს უნდა დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორისთვის ეს იქნება პირველი შეხვედრა ერთი წლის შემდეგ. ბოლოს ის ოქტაგონზე 2020 წლის იანვარს გამოვიდა, სადაც 1 წუთზე ნაკლებ დროში დონალდ სერონე ნოკაუტით დაამარცხა.

სერხიო რამოსმა კი ტრავმის გამო “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე “შახტართან” (0:2) მატჩში ვერ დაეხმარა.

მესი მარადონას ხსოვნის მაისურის გამო 600 ევროთი დაჯარიმდა. “ბარსელონა” კი – 350