კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერია A-ში “ინტერი” გალიდერდა (ვიდეო)

Image source: Inter

 

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის „ინტერმა“ „ვერონას“ უმასპინძლა. ანტონიო კონტეს გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან „იუვენტუსს“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა.

შეხვედრა მილანელებისთვის ცუდად დაიწყო და მე-19 წუთზე ვალერიო ვერემ ანგარიში გახსნა პენალტით მოახერხა. ტაიმიც ასე დასრულდა.

„ნერაძური“ დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც შედეგში მხოლოდ მატჩის მიწურულს გადაიზარდა. 65-ე წუთზე მატიას ვესინომ გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ნიკოლო ბარელამ ულამაზესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ინტერმა“ „იუვენტუსს“ 2 ქულით გაასწრო და გალიდერდა, მაგრამ „იუვენტუსი“ მე-12 ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს.

„ინტერი“ – „ვერონა“ 2:1

გოლები: 0:1 ვერე (19, პენ), 1:1 ვესინო (65), 2:1 ბარელა (83)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

პრემიერლიგაში “ტოტენჰემი” თამაშებს ვეღარ იგებს (ვიდეო)