კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერია ა-ს განცხადება “იუვენტუსი” – “ნაპოლი” მატჩთან დაკავშირებით

ცნობილია იტალიის სერია ა-ს კალენდარი

 

იტალიის სერია ა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის მატჩი უნდა ჩატარდეს ისე, როგორც დაგეგმილი იყო, ეს კი ნიშნავს, რომ თუ ნეაპოლელები შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მათ ტექნიკური მარცხი ჩაეთვლებათ.

“სერაი ა ადასტურებს, რომ “იუვენტუსი” – “ნაპოლის” მატჩის ჩატარება იგეგმება 4 ოქტომბერს.” – ლიგის ოფიციალურ განცხადებას Football Italia ციტირებს.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ “ნაპოლის” ტურინში ჩამოსვლის ნება არ დაურთეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო.

შეგახსენებთ, რომ ტურში გადაიდო “ჯენოა” – “ტორინოს” მატჩი, რადგანაც მასპინძელი გინდის რიგებში COVID-19-ით დაავადებულთა 22 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 17 ინფიცირებული ფეხბურთელია, რომლებისგან უმეტესობამ იტალიის სერია ა-ს მე-2 ტურში “ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩში ითამაშა (0-6).

წყარო – Football Italia

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში ზედიზედ მეორედ მატჩის გადამწყვეტი გოლი გაიტანა