კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სერია ა. “იუვენტუსი” – “მილანი”. მატჩის ანონსი და სავარაუდო შემადგენლობა (ფოტო)

  • იტალია, სერია ა, 31-ე ტური
  • “იუვენტუსი” – “მილანი”
  • დასაწყისი: 6 აპრილი, 20:00 საათი
  • სტადიონი: “ალიანცი”, ტურინი

ჯენარო გატუზოს თავისი კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასაყვანად ტურინიდან სამი ქულის წაღება სჭირდება.

იუვენტუსს” მომდევნო კვირაში მათ “აიაქსთან” ურთულესი დაპირისპირება ელით, ამიტომ დღევანდელ მატჩს ტურინელთა თვის სხვა მნიშვნელობა აქვს. თუმცა, “ბიანკონერიმ” შესაძლოა ამ უქმეებზე მოიგოს თავისი ზედიზედ მე-8 ტიტული. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი “ნაპოლი” “ჯენოასთან” დამარცხდება და “იუვენტუსი” ზემოთ აღნიშნულ მატჩს მოიგებს.

სიახლეები “იუვენტუსიდან

პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი მწყობრში დაბრუნდნენ, თუმცა მოიზე კინი შესანიშნავ ფორმაშია და სასტარტოში მტკიცედ შეუძლია გასვლა. ტრავმის გამო არ ითამაშებს კრისტიანუ რონალდუ.

მასიმილიანო ალეგრი, როგორც მოსალოდნელია, მიუხედავად მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის მატჩისა, თავის საუკეთესო შემადგენლობას გამოიყვანს.

სიახლეები “მილანიდან

მას შემდეგ, რაც დონარუმამ “უდინეზესთან” ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ კარში პეპე რეინა ჩადგება. ტრავმის გამო არ ითამაშებს ასევე ჯაკომო ბონავენტურას და ანდრეა კონტის.

გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:

 

მატჩის კოეფიციენტებზე ინფორმაციისა და ფსონის დადებისთვის გადადით ბმულზე. 

 

ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და “დეტროიტის” მორიგი მარცხი (ვიდეო)