Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი გოლის ავტორი სერგო კუხიანიძე გახდა. წყალტუბოს “სამგურალის” მეგოლემ გუშინდელ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” 30’–ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის გადაცემით გაუტანა. კუხიანიძის ეფექტურმა გოლმა “სამგურალს” მოქმედ ჩემპიონთან 1 ქულა მოუტანა. გთავაზობთ გოლის ავტორის მატჩის შემდგომი კომენტარს:
“თბილისის “დინამოსთან” მატჩი თავიდანვე დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა. ბუნებრივია, იოლ თამაშს არც ველოდებოდით და ამისთვის მზად ვიყავით. განწყობა საბრძოლო იყო, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ვხვდებოდით და ორმაგად მოტივირებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2021 წლის ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი გავხდი, როგორ დავარტყი არ მახსოვს, რომ გავხედე და ბურთი ბადეს შეეხო, ყველაფერი დამავიწყდა. გოლის ეპიზოდში ძალიან დიდი ემოცია განვიცადე. ალბათ, ეს ემოცია ზღვარსაც კი გასცდა. მიხარია, რომ ჩემი გოლით გუნდს ქულის აღებაში დავეხმარე.
პირველი ტური იყო, სადებიუტო შეხვედრებს სულ ახლავს დაძაბულობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისის “დინამოს” ვეთამაშებოდით, თანაც მისსავე მოადენზე, შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ ვიქნებით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და ანგარიშიც ჩვენთვის მისაღებია” ,- სერგოს სიტყვებს ციტირებს “სამგურალის” ფეისბუქ გვერდი.
ეროვნული ლიგის პირველი ტური დღეს დასრულდება – „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.
ვიდეობი
ფოტოები