კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სენსაცია საფრანგეთში – “პსჟ-მ” სეზონი მოულოდნელი წაგებით დაიწყო (ვიდეო)

პსჟ დამარცხდა

Image source: BBC Sport

 

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში „პსჟ“ სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა. ეს კალენდარულად იყო მეორე ტური, მაგრამ პარიზელებმა სეზონი ამ მატჩით გახსნეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო ისვენებდნენ.

„პსჟ-ს“ გუნდის რამდენიმე ლიდერი აკლდა, მათ შორის ნეიმარი, მაურო იკარდი და კილიან მბაპე, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. მათ გარეშე კი მარცხი განიცადა.

57-ე წუთზე იგნატიუს განაგომ ახალგაზრდა მეკარე, მარჩინ ბულკას შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლანსი“ – „პსჟ“ 1:0

გოლი: 1:0 განაგო (57)

 

 

 

წყარო – Ligue 1

 

ნიკაკაჭარავა დღეს პოლონურ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს