კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სენსაცია საფრანგეთში – “იუვენტუსი” “ლიონმა” დაამარცხა (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „იუვენტუსი“ საფრანგეთში „ლიონს“ ესტუმრა. სპეციალისტთა აზრით, ტურინელები წყვილში აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ პირველი თამაშის შემდეგ „იუვეს“ მდგომარეობა საკმადო მძიმეა.

მაურიციო სარის გუნდმა პირველ ტაიმში ტუსარტისგან გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. სტუმრებმა მეორე ნახევარში იაქტიურეს, მაგრამ არასაკმარისად. სხვა თუ არაფერი, „იუვენტუსს“ კარში არ დაურტყამს და მარცხი განიცადა – 0:1.

„ლიონმა“ კი საპასუხო მატჩის წინ კარგი ხასიათი შეიქმნა და ტურინში ერთბურთიანი წაგებაც კი შემდეგ ეტაპზე გაიყვანს, რაც მისთვის უდიდესი წარმატება იქნება.

„ლიონი“ – „იუვენტუსი“ 1:0

გოლი: 1:0 ტუსარტი (31)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – Uefa.com

 

ბულგარული გუნდი მილანში კორონავირუსის გამო პირბადეებით ჩავიდა (ვიდეო)