კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სენსაცია ევროპის ლიგაზე – მილანმა 8 თვის შემდეგ პირველად წააგო (ვიდეო)

ლილმა მილანს მოუგო

Image source: UEFA Europa League

 

ევროპის ლიგის H ჯგუფში „მილანმა“ „ლილს“ უმასპინძლა და ვინაიდან ამ თამაშს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა, გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა.

თუმცა, ფრანგებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ მისცეს. ანგარიში იუსუფ იაზიჯმა გახსნა 21-ე წუთზე პენალტით და პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი კი „მილანისთვის“ სრული კოშმარი გამოდგა. იაზიჯმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.

„მილანმა“ წაუგებელი სერია დაასრულა, რომელიც სათავეს მარტიდან იღებდა. ამ პერიოდში „როსონერიმ“ 24 თამაში ჩაატარა დაუმარცხებლად. სამი ტურის შემდეგ „მილანს“ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო ჯგუფს „ლილი“ 7 ქულით ლიდერობს.

„მილანი“ – „ლილი“ 0:3

გოლები: 0:1 იაზიჯი (21, პენ), 0:2 იაზიჯი (55), 0:3 იაზიჯი (58)

 

 

წყარო – UEFA Europa League

 

კოკისპირული წვიმა ევროპის ლიგის მატჩზე ესპანეთში (ვიდეო)