კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“საუკუნის ორთაბრძოლა” მე-10 რაუნდში – ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა (ვიდეო )

ლას-ვეგასში გაიმართა ფლოიდ მეივეზერის და კონორ მაკგრეგორის ისტორიული ორთაბრძოლა, რომელმაც “საუკუნის ორთაგრძოლის” სახელწოდება მიიღო.

40 წლის ამერიკელმა პროფესიონალმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა შერეული ორთაბრძოლების UFC ჩემპიონი, 29 წლის ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი გამოსვლა იყო პროფესიონალური კრივის რინგზე.

ამ ორთაბრძოლიდან მეივეზერის “სუფთა” შემოსავალმა 100 მილიონი დოლარი, ხოლო მაკგრეგორის – 30 მილიონი შეადგინა. გარდა ამისა, ბონუსების, გაყიდული ბილეთების და ტელეეთერებისგან შემოსული თანხების ჩათვლით ამერიკელის შემოსავალმა შესაძლოა 400 მილიონამდე მიაღწიოს, ხოლო ირლანდიელის – 127 მილიონამდე გაიზარდოს..

აქვე დავამატებთ, რომ მეივეზერმა პროფესიონალურ რინგზე თავისი 50-ე გამარჯვება იზეიმა და როკი მარჩიანოს რეკორდი (49 გამარჯვება) დაამხო.