კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სასწრაფოდ: დიდი 10-ის 3 მატჩი გადაიდო

Covid19 დადასტურდა ბათუმში, მარნეულის არმაზსა და ქუთაისის არესში

Image source: Didi 10 ფეისბუკ გვერდი

 

დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე და მესამე ტურის გადადებული შეხვედრები ახლახანს გაიმართა, მაგრამ კორონავირუსის ინფექციამ კიდევ 3 გუნდში შეაღწია და B ჯგუფის მე-4 ტური სრულად გადაიდო.

Covid-19-ი დადასტურდა “ბათუმში”, მარნეულის “არმაზსა” და ქუთაისის “არესში”. შედეგად, გადაიდო 6 ნოემბერს გასამართი “არმაზი – “ყოჩები”, ასევე “ბათუმი” – “ჯიქი” და “არესი” – “აია”, რომლებიც 7 ნოემბერს იყო ჩანიშნული.

ეს თამაშები გაიმართება პირველივე თავისუფალ კვირაში, როცა მორაგბეები ვირუსისგან განიკურნებიან. რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის, ბესიკ ჩადუნელის განცხადებით, არცერთ ლიგაში, ჩემპიონატის შეჩერების საკითხი არ განიხილება:

„გუნდები, რომლებსაც ადრე დაუდასტურდათ Covid19, უკვე დაუბრუნდნენ ჩვეულ კალენდარს, თუმცა სამ გუნდში გვაქვს ახალი შემთხვევები და ამის გამო სამი თამაში გადაიდო. თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება რეგულაციები, თამაშები ყველა დონეზე გაგრძელდება. მოთამაშეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტი არასავარჯიშო და არასათამაშო პირობებში და დაიცვან რეგულაციები, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“.

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

მიხეილ ალანია: “ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია”