კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სასიხარულო ამბავი: სფფ ქუთაისში საფეხბურთო აკადემიას გახსნის (ვიდეო)

ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას იწყებს.

პროექტის მიხედვით ადგილზე 2 ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ხელოვნური განათებით. ორი მოედნისთვის კი, ტრიბუნა და ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები აშენდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

 

აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

 

 

 

 

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

 

 

 

 

 

ოფიციალურად: გონსალო იგუაინი დევიდ ბექჰემის კლუბში გააგრძელებს კარიერას (ვიდეო)