კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საშინელება მატჩის დროს. მექსიკაში მცველს მუხლი ლურსმანმა გაუხია (ვიდეო)

 

მექსიკის საფეხბურთო კლუბ “ნეკაკსის” მცველმა, უნაი ბილბაომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო.

მისი გუნდი სან-ლუისის “ატლეტიკოს” შეხვდა და 1:0 დაამარცხა 90-ე წუთზე გატანილი პენალტის წყალობით. სამი ქულის მიუხედავად, გუნდსა და მის გულშემატკივარს ეს დღე შემზარავი ეპიზოდით დაამახსოვრდებათ, რომელიც უფრო ადრე, 78-ე წუთზე მოხდა.

უნაი მეტოქესთან დაპირისპირების დროს ცუდად დაეცა და სარეკლამო ბანერებს შეეჯახა, სადაც ბასრმა ლურსმანმა მას მული გაუხია. ფეხბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედანი დატოვა.

 

“გინდა დარჩე აქ, თუ დაბრუნდე “რეალ მადრიდში” და არ ითამაშო?” – მოურინიო მიმართავს ბეილს ვარჯიშის დროს (ვიდეო)