კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სარი: “გამაღიზიანებელია, რომ მესის უფრო მეტი “ოქროს ბურთი” აქვს, ვოდრე რონალდუს”

Image source: Tribuna.com

 

იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი უკმაყოფილოა იმით, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელს, ლიონელ მესის უფრო მეტი “ოქროს ბურთი” აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს.

მინდა კრიშტიანუს მეექვსე “ოქროს ბურთის” მოგებაში დავეხმარო. გამაღიზიანებელია, როდესაც ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიდრე მას. მე ვფიქრობ მასზე და მის კარიერაზე, მისი დახმარება ასევე გუნდის მიზანიცაა. ეს სწორი იქნება ყველასთვის.

 

ახლო მომავალში ამ ტიტულისთვის პაულო დიბალაც იბრძოლებს – ის ტოპ დონის მოთამაშეა. სწორ ასაკში ყველა ასეთი ფეხბურთელი უკეთ წარმოაჩენს თავს და ტოპ-მოთამაშე ხდება. მოახლოებულ რამდენიმე წელში დიბალა ევროპულ ფეხბურთში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს”, – 61 წლის სპეციალისტის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

 

წყარო – Goal

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე და მატჩის დღე ავსტრალიის ღია პირველობაზე