კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სარქის ადამიანი: “ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი თამაშით სომხეთის მოსახლეობა ცოტათი გაგვეხარებინა ასეთ რთულ ვითარებაში”

სარქის ადამიანი ინტერვიუ ჰოფენჰაიმის საიტზე

Image source: Football Federation of Armenia ფეისბუკ გვერდი

 

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში თბილისში სომხეთს უმასპინძლა და მარცხი 1:2 განიცადა. 86′-ე წუთზე სომხეთის ნაკრების ბრწყინვალე შეტევას დაცვამ ვერაფერი მოუხერხა და სარქის ადამიანმა ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა. “ჰოფენჰაიმის” სომეხმა შემტევმა სარქის ადამიანმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კლუბის პრესსამსახურს.

” – საერთაშორისო ასპარეზზე წლის ბოლო საერთაშორისო თამაშში თქვენ სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს გამარჯვების გოლი გაუტანეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებული თამაში იყო. ეს უფრო მეტი რამ იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი თამაშით სომხეთის მოსახლეობა ცოტათი გაგვეხარებინა ასეთ რთულ ვითარებაში. ამის შემდეგ ბევრი რეაქცია მივიღე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ შეიძლება ხალხისთვის ცოტა სიხარული მოვიტანოთ ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში.

– თუ თქვენ იმ მომენტში გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეთ, გმირად ხდებით მშობლიურ ქვეყანაში?

ჩვენ უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობთ. ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის. ისინი ნამდვილი გმირები არიან.

– სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი იყო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი თამაშის დროს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ბევრი ლტოლვილი დედაქალაქ ერევანში გადავიდა. როგორ ფიქრობთ თქვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ?

ეს ძალიან სამწუხაროა. იმის დანახვა, თუ როგორ იბრძვიან ადამიანები თავიანთი სიცოცხლისთვის, სიგიჟეა. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და დალაგდება სიტუაცია. მიუღებილია ის ფაქტი, რომ 18 წლის ბიჭები ომში მიდიან მათი ქვეყნის დასაცავად” , – განაცხადა ადამიანმა.

 

 

 

წყარო – tsg-hoffenheim.de

 

 

 

 

 

ბათუმის “დინამო” ლაშა შერგელაშვილს დაემშვიდობა