კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები მესხის სტადიონზე

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

27 მარტს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია.

საქართველოს მონაწილეობით, უეფა-ს ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება.

-GFF