კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საფონოვი — პრემიერ ლიგაში, ვლაშიჩი – სერია ა-ში, ხვიჩა – ბუნდესლიგაში

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსული მედია

Image source: rubin-kazan.ru

 

რუსულმა სპორტულმა გამოცემამ რუსეთის პრემიერლიგის წამყვანი მოთამაშეების შესაძლო ტრანსფერების შესახებ სტატია დაწერა.

გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელია, 19 წლის, „რუბინი“, საქართველოს ნაკრები

  • “რა შეუძლია ქართველ ფეხბურთელს? ბურთის ფლანგზე თრევა, ჯარიმების მოპოვება, დამაჯერებლად სიმულაცია. კარგი დრიბლინგი, ორიგინალური დარტყმა აქვს, რომელიც მეკარეებისთვის იოლი არ არის. მას აქვს მაღალი სასტარტო სისწრაფე, არც ისე ურიგო გარღვევები, მოედანს და თანაგუნდელებს კარგად ხედავს.
  • რა სისუსტეები აქვს? კითხვის ქვეშაა გამძლეობა და უბურთოდ დაცვაში მუშაობა. კვარაცხელია დატვირთეს და აქ მნიშვნელოვანია ხასიათი და ჯანმრთელობაა. თუ გაუძლებს – კლასით გაიზრდება.
  • სად შეძლებს თამაშს? ყველგან, რადგან ისეთი სტილი აქვს. იგივე, ზიეხი არის ერთდროულად პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, ლა ლიგისა და სერია ა-ს სტილის მოთამაშე. ასე რომ, იგივე ახალგაზრდა ქართველის გადმობირება ამ ტოპ-4 ლიგაში გაუხარდებათ. ის გუნდია გუნდში, ძლიერი კოზირი გადამწყვეტი შეტევებისთვის.
  • რამდენია მისი ლოგიკური ფასი? „რუბინმა“ 10 მილიონი ევროზე დათანხმება არ იჩქარა. გუნდს ბევრად მეტის მიღება შეუძლია. სტაბილური ხვიჩა დაახლოებით 20 მილიონი ევრო ეღირება, რადგან ის მხოლოდ 19 წლისაა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზებს რეგულარულად აგროვებს“, – ახასიათებს ხვიჩას გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-13 ტურში ყაზანის “რუბინმა” ტულას “არსენალს” 3:1 მოუგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც ამ თამაშში საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

წყარო – soccer.ru

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა”