კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საოცარი მომენტი – თურქულმა გუნდმა 1 წუთში 3 პენალტი ვერ გაიტანა (ვიდეო)

Image source: Extra.ie

 

თურქეთის მესამე დივიზიონში „უშაკსპორმა“ „ერგენ ველიმეშენს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის 90-ე წუთზე კი, თანამედროვე ფეხბურთისთვის დაუჯერებელი ამბავი მოხდა.

„უშაკსპორის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მეკარე ერსინ აიდინმა მოიგერია. თუმცა, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან კარის ხაზზე ფეხი არ ედო და პენალტი „ერგენის“ ფეხბურთელს გაამეორებინა.

აიდინმა მეორედაც მოახერხა თერთმეტმეტრინის მოგერიება, თუმცა, საქმეში ისევ მსაჯები ჩაერთვნენ, კვლავ კარის ხაზიდან ფეხის აღება დაუფიქსირეს, მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს მეკარე. „უშაკსპორს“ ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და კარში მარჯვენა მცველი ლევენთ აკგუნი ჩადგა. თუმცა, სასწაული ჩაიდინა და მანამც მოახერხა პენალტის მოგერიება.

„ერგენის“ ფეხბურთელებმა ერთ წუთში სამი პენალტი ვერ გაიტანეს, მათ შორის, არა მეკარის, არამედ მინდვრის მოთამაშის კარში.

 

 

“დინამო” თურქეთში მზადებას აგრძელებს და შეკრებას ერთი ფეხბურთელიც დაემატა (ფოტო)